
იგავესნი 17:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
იგავესნი 17:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 17:20 კონტექსტში
17:18უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება.
17:19ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს.
17:20გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
17:21ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
17:22მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:20
- იაკობის ეპისტოლე 3:6ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
- იაკობის ეპისტოლე 3:8ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.
- იგავესნი 10:31მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
- ფსალმუნები 18:26გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
- იგავესნი 10:10თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
- იგავესნი 6:12უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
- იგავესნი 6:15ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
- იგავესნი 10:14ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში