
იგავესნი 17:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
იგავესნი 17:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 17:16 კონტექსტში
17:14დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
17:15ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე.
17:16ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
17:17მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
17:18უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:16
- იგავესნი 23:23ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
- იგავესნი 21:25ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
- იგავესნი 21:26იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს.
- იგავესნი 18:15გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.
- იგავესნი 8:4თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს.
- იგავესნი 8:5შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო, გონიერება.
- მოციქულთა საქმენი 28:26„მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ,
- მოციქულთა საქმენი 28:27რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში