
იგავესნი 18:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?
იგავესნი 18:14 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 18:14 კონტექსტში
18:12შემუსვრა მოსდევს დიდგულობას და დიდებას წინ უძღვის მორჩილება.
18:13მოუსმენრად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.
18:14კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?
18:15გონიერის ჭკუა ცოდნას იძენს და ბრძენთა ყური ცოდნას ეძიებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 18:14
- იგავესნი 15:13მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.
- იგავესნი 17:22მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:9მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:6და რასაც შეჰხარით, თუმცა ამჟამად, ცოტა არ იყოს, შეჭირვებულნი იქნებით სხვადასხვაგვარი განსაცდელით,
- ფსალმუნები 147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- იაკობის ეპისტოლე 1:2ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
- კორინთელთა მიმართ ბ 2:7ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 18
სრულად წაიკითხე: იგავესნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში