
იგავესნი 17:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
იგავესნი 17:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 17:22 კონტექსტში
17:20გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
17:21ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
17:22მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
17:23ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
17:24გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:22
- იგავესნი 15:13მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.
- იგავესნი 12:25სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
- იგავესნი 18:14კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?
- კორინთელთა მიმართ ბ 7:10ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.
- რომაელთა მიმართ 5:2ვისი მეოხებითაც რწმენით მივემთხვიეთ იმ მადლს, რომელშიც ვდგავართ და ღვთის დიდების სასოებით ვიქადით;
- რომაელთა მიმართ 5:5სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
- ეკლესიასტე 9:7წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვი შენი ღვინო, რაკი ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი.
- ეკლესიასტე 9:9დატკბი სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს შენს წუთისოფელში, და რომელიც მოგცა ღმერთმა მზისქვეშ შენს წუთისოფელში, რადგან ესაა შენი ხვედრი სიცოცხლეში და იმ შრომაში, რასაც შენ მზისქვეშ ეწეოდი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში