
იგავესნი 19:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმდიდრე მრავალ მეგობარს ჰმატებს, უპოვარს კი გაურბის.
იგავესნი 19:4 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 19:4 კონტექსტში
19:2არ ვარგა უმეცარი კაცი, ფეხაჩქარებული ცოდვას ჩაიდენს.
19:3ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის.
19:4სიმდიდრე მრავალ მეგობარს ჰმატებს, უპოვარს კი გაურბის.
19:5ცრუმოწმე დაუსჯელი ვერ გადარჩება და ტყუილის მთქმელი თავს ვერ იხსნის.
19:6ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 19:4
- იგავესნი 14:20ბეჩავი კაცი ახლობლისთვისაც კი საძულველია, მდიდარს კი ბევრი მოყვარე ჰყავს.
- ლუკას სახარება 15:13ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.
- ლუკას სახარება 15:15წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად.
- იგავესნი 19:6ბევრს დიდკაცების იმედი აქვს; ყველას ხელგაშლილ კაცთან მეგობრობა სურს.
- იგავესნი 19:7ღარიბ-ღატაკი მის ძმებსაც კი ეჯავრება, მეგობრები კი ხომ გაურბიან. ხვეწნა- ვედრება არ გადის მათთან.
- იობი 6:15ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.
- იობი 6:23დამიხსენით მტრის ხელიდან და მძლავრთა ხელიდან გამომისყიდეთ,
- იობი 19:13მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ;
განაგრძე კითხვა: იგავესნი 19
სრულად წაიკითხე: იგავესნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში