
ლუკას სახარება 15:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.
ლუკას სახარება 15:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 თებერვალი, 2027, უძღები შვილის კვირა (სახარება).
ლუკას სახარება 15:13 კონტექსტში
15:11მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა;
15:12უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.
15:13ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.
15:14როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.
15:15წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 15:13
- იგავესნი 29:3სიბრძნის მოყვარული კაცი ახარებს თავის მამას, მეძავთა მეგობარი კი ქონებას ანიავებს.
- იერემია 2:5ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?
- იგავესნი 21:17ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
- იგავესნი 23:19მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
- იგავესნი 23:22გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
- იგავესნი 28:7რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი მამამისს არცხვენს.
- ეკლესიასტე 11:9იხარე, ყრმაო, ვიდრე ნორჩი ხარ; გაამოს შენმა გულმა სიყმაწვილეში, მიჰყევ შენს გულს და თვალთა მზერას; ოღონდ იცოდე, ყველაფრის ამის გამო სამსჯავროზე წარგადგენს ღმერთი.
- ეკლესიასტე 11:10უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ, რადგან ბავშვობაც და სიყმაწვილეც ამაოა და წარმავალი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 15
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში