
იგავესნი 2:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
იგავესნი 2:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 2:8 კონტექსტში
პარალელური ადგილები: იგავესნი 2:8
- ფსალმუნები 23:3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
- იოანე 10:28მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
- იოანე 10:29მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.
- ფსალმუნები 145:20იცავს უფალი ყველა მის მოყვარულს და ყველა ბოროტს მოსპობს.
- ფსალმუნები 66:9შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
- ფსალმუნები 37:23უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
- ფსალმუნები 37:24კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 2
სრულად წაიკითხე: იგავესნი 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში