
იგავესნი 20:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს.
იგავესნი 20:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 20:11 კონტექსტში
20:9ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?
20:10მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.
20:11ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს.
20:12ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა.
20:13ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.
პარალელური ადგილები: იგავესნი 20:11
- მათეს სახარება 7:16თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
- ლუკას სახარება 6:43ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
- ლუკას სახარება 6:44რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს.
- იგავესნი 21:8ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა.
- ფსალმუნები 58:3გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.
- ლუკას სახარება 2:46სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ.
- ლუკას სახარება 2:47ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
- ლუკას სახარება 1:15ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 20
სრულად წაიკითხე: იგავესნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში