
იგავესნი 20:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?
იგავესნი 20:9 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 20:9 კონტექსტში
20:7მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ!
20:8მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი თვალებით ფანტავს.
20:9ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?
20:10მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.
20:11ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 20:9
- ეკლესიასტე 7:20არ იპოება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:8თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:10თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.
- იობი 14:4ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ.
- კორინთელთა მიმართ ა 4:4რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.
- იაკობის ეპისტოლე 3:2რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.
- იობი 15:14რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
- იობი 25:4რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 20
სრულად წაიკითხე: იგავესნი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში