
იგავესნი 21:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
იგავესნი 21:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 21 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 21:25 კონტექსტში
21:23საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან იცავს.
21:24ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.
21:25ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
21:26იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს.
21:27ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 21:25
- იგავესნი 13:4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
- იგავესნი 12:24გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
- იგავესნი 19:24ზარმაცს უბეში აქვს ხელი ჩამალული და პირთან მიტანა ეზარება.
- იგავესნი 15:19ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.
- მათეს სახარება 25:26ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.
- იგავესნი 26:16ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
- იგავესნი 12:27უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
- იგავესნი 20:4ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 21
სრულად წაიკითხე: იგავესნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში