
იგავესნი 12:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
იგავესნი 12:24 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 12:24 კონტექსტში
12:22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
12:23საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
12:24გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
12:25სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
12:26მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:24
- იგავესნი 12:27უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
- იგავესნი 10:4ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
- იგავესნი 21:25ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.
- იგავესნი 21:26იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს.
- იგავესნი 17:2გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
- იგავესნი 13:4ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
- იგავესნი 19:15სიზარმაცემ ძილქუში იცის და არხეინი კაცი იშიმშილებს.
- იგავესნი 22:13ზარმაცი ამბობს: გარეთ ლომია! შუაგულ ქუჩაში ვიქნები მოკლულიო.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში