
იგავესნი 22:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი.
იგავესნი 22:19 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 22:19 კონტექსტში
22:17ყური დამიგდე, მოისმინე ბრძენკაცთა სიტყვები და ცოდნისკენ მოაქციე გული,
22:18რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული.
22:19რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი.
22:20ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა,
22:21ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა?
პარალელური ადგილები: იგავესნი 22:19
- ფსალმუნები 62:8მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.
- იგავესნი 3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
- ესაია 26:4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
- იერემია 17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:21რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 22
სრულად წაიკითხე: იგავესნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში