
იგავესნი 22:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა,
იგავესნი 22:20 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 22:20 კონტექსტში
22:18რადგან საამურია, თუკი დაიმარხავ გულში, თუ ბაგეზე გექნება გამზადებული.
22:19რომ სასოება გქონდეს უფალში, დღესვე შენც გასწავლი.
22:20ხომ მოგწერე ოცდაათი შეგონება რჩევისა და ცოდნისა,
22:21ჭეშმარიტების სწორ სიტყვათა შენთვის საუწყებლად, რათა შენს მომავლინებლებთან ჭეშმარიტების სიტყვები მიგეტანა?
22:22ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ;
პარალელური ადგილები: იგავესნი 22:20
- იგავესნი 8:6მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:15თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:17რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:19ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:21რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.
- ფსალმუნები 12:6ღარიბთა დარბევისა და ჩაგრულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, აღმოვუჩენ შველას, ვისაც მახე დაუგეს.
- ოსეა 8:12დავუწერე მას მთავარი რჯული, მაგრამ უცხოდ შერაცხა იგი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 22
სრულად წაიკითხე: იგავესნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში