
იგავესნი 23:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
იგავესნი 23:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:31 კონტექსტში
23:29ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
23:30ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
23:31ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
23:32ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
23:33შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:31
- იოანეს ეპისტოლე ა 2:16ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.
- მეფეთა ბ 11:2ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
- ფსალმუნები 119:37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
- იგავესნი 6:25გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
- მარკოზის სახარება 9:47ხოლო თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში,
- იობი 33:1აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური.
- მათეს სახარება 5:28ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
- მათეს სახარება 5:30ხოლო თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში