
იგავესნი 24:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,
იგავესნი 24:19 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:19 კონტექსტში
24:17ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
24:18თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
24:19უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,
24:20რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.
24:21შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები,
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:19
- იგავესნი 23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
- იგავესნი 13:20ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
- ფსალმუნები 37:1დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
- იგავესნი 24:1ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:
- ფსალმუნები 119:115შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
- ფსალმუნები 73:3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
- ფსალმუნები 1:1ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
- ფსალმუნები 26:4არ დავმეგობრებივარ სიცრუის მოყვარულთ და მზაკვრებთან არ მივალ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში