
იგავესნი 24:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო.
იგავესნი 24:29 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:29 კონტექსტში
24:27შენი საქმე გარეთ მოამზადე, ველზე გაასრულე იგი და ამის შემდეგ აიშენე სახლი.
24:28შენი მახლობელის წინააღმდეგ ფუჭ მოწმედ ნუ გამოხვალ და ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.
24:29ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისაებრ მივაგებო.
24:30გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;
24:31და, აჰა, ყოველივეს ეკალ-ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო.
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:29
- იგავესნი 20:22ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის.
- რომაელთა მიმართ 12:17ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
- რომაელთა მიმართ 12:21ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:15თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
- იგავესნი 25:21თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;
- იგავესნი 25:22რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.
- მათეს სახარება 5:39ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.
- მათეს სახარება 5:44ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში