
იგავესნი 26:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
იგავესნი 26:5 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 26:5 კონტექსტში
26:3მათრახი ცხენისთვის არის, ლაგამი - ვირისთვის, ჯოხი კი - ბრიყვთა ზურგისთვის.
26:4ბრიყვს მისი სირეგვნისაებრ ნუ უპასუხებ, რომ თავად მისი მსგავსი არ გახდე.
26:5ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
26:6საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 26:5
- მათეს სახარება 16:1მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით სასწაული ეჩვენებინა მათთვის.
- მათეს სახარება 16:4უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. მიატოვა ისინი და წავიდა.
- რომაელთა მიმართ 12:16ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
- იგავესნი 28:11მდიდარ კაცს თავი ბრძენი ჰგონია, მაგრამ მას გონიერი ღარიბი ამხილებს.
- იოანე 8:7მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
- რომაელთა მიმართ 11:25რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.
- იგავესნი 3:7ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
- იგავესნი 26:12თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 26
სრულად წაიკითხე: იგავესნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში