
იგავესნი 28:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მდიდარ კაცს თავი ბრძენი ჰგონია, მაგრამ მას გონიერი ღარიბი ამხილებს.
იგავესნი 28:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 28:11 კონტექსტში
28:9ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.
28:10ვინც წრფელებს აცდუნებს და უკეთურ გზაზე დააყენებს, თავისივე გათხრილ ორმოში ჩავარდება, უმწიკვლონი კი სიკეთეს დაიმკვიდრებენ.
28:11მდიდარ კაცს თავი ბრძენი ჰგონია, მაგრამ მას გონიერი ღარიბი ამხილებს.
28:12მართალთა ზეიმზე მრავალი დიდებაა, ბოროტეულთა აღზევებისას კი ხალხი იმალება.
28:13ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 28:11
- იგავესნი 18:17პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩლე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას.
- იგავესნი 26:16ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
- რომაელთა მიმართ 12:16ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი.
- ეკლესიასტე 9:15აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით, მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია.
- ეკლესიასტე 9:17ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი.
- იგავესნი 23:4გამდიდრებაზე ნუ იზრუნებ, თავიდან მოიშორე ფიქრი.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:17მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
- ლუკას სახარება 16:13არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 28
სრულად წაიკითხე: იგავესნი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში