
იგავესნი 26:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
იგავესნი 26:7 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 26:7 კონტექსტში
26:5ბრიყვს მისი სირეგვენისებრ უპასუხე, რომ თავისი თავი ბრძენი არ ეგონოს.
26:6საკუთარ ფეხებს იკვეთავს და თავს იწვალებს, ვინც ბრიყვს სიტყვას აბარებს.
26:7რაღა კოჭლის თეძოები და რაღა იგავი ბრიყვის ბაგეზე.
26:8რაღა შურდულზე ქვის მიმბმელი და რაღა ბრიყვის პატივისმცემელი.
26:9რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.
პარალელური ადგილები: იგავესნი 26:7
- იგავესნი 26:9რაღა ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში.
- იგავესნი 17:7უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები.
- ფსალმუნები 64:8საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
- ლუკას სახარება 4:23და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.
- ფსალმუნები 50:16ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?
- ფსალმუნები 50:21ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.
- მათეს სახარება 7:4ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.
- მათეს სახარება 7:5თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 26
სრულად წაიკითხე: იგავესნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში