
ფსალმუნი 50:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?
ფსალმუნი 50:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 50:16 კონტექსტში
50:14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
50:15და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.
50:16ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?
50:17შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.
50:18როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 50:16
- ფსალმუნები 78:36და ელაქუცებოდნენ მას პირით და ენით ეცრუებოდნენ მას.
- ფსალმუნები 78:38და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
- ესაია 29:13თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,
- რომაელთა მიმართ 2:17აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს,
- რომაელთა მიმართ 2:24ვინაიდან, როგორც წერია, თქვენ გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.
- ესაია 55:6ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი.
- ესაია 55:7მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა - თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია.
- ფსალმუნები 25:14საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 50
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში