
იგავესნი 27:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს.
იგავესნი 27:11 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 27:11 კონტექსტში
27:9ზეთი და საკმელი გულს ახარებს, მაგრამ მეგობრის გულითადი რჩევა უფრო ტკბილია.
27:10შენს მეგობარს და მამაშენის მეგობარს ნუ მიატოვებ და შენი უბედურების დღეს ძმის სახლში ნუ მიხვალ; ახლო მეზობელი შორს მყოფ ძმას გერჩიოს.
27:11შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე; და მეც პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს.
27:12საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
27:13აიღე მისი სამოსი, რადგან სხვას დაუდგა თავდებად, და უცხო ქალის სანაცვლოდაც დაიხუთე იგი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 27:11
- იგავესნი 10:1იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
- იგავესნი 23:15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
- იგავესნი 23:16ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
- ფსალმუნები 119:42და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებლებს, რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით.
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:4დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან.
- იგავესნი 23:24მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
- იგავესნი 23:25გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.
- ეკლესიასტე 2:18და მოვიძულე ყოველივე ნაღვაწი ჩემი, რაც მიღვაწია ამ მზისქვეშეთში, და რაც სხვას უნდა დავუტოვო, ჩემ შემდგომ მოსულს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 27
სრულად წაიკითხე: იგავესნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში