
იგავესნი 29:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან.
იგავესნი 29:16 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 29:16 კონტექსტში
29:14თუ მეფე ღარიბ-ღატაკებს სწორ სამართალს უჩენს, მისი ტახტი სამარადისოდაა განმტკიცებული.
29:15ჯოხი და მხილება სიბრძნეს იძლევა, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
29:16ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან.
29:17დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის.
29:18როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 29:16
- ფსალმუნები 58:10გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
- ფსალმუნები 92:11უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემ წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
- ფსალმუნები 91:8ოღონდ შენი თვალებით შეხედე და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა.
- ფსალმუნები 37:36მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ აპოულობ.
- ფსალმუნები 37:34მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
- იგავესნი 29:2მართალთა აღზევებისას ხარობს ხალხი, ხოლო ბოროტეულის ბატონობისას გმინავს ხალხი.
- გამოცხადება 18:20ხარობდეთ მასზე, ცაო, წმიდაო მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგანაც ღმერთმა თქვენი სამართალი მოჰკითხა მას.
- ფსალმუნები 112:8იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 29
სრულად წაიკითხე: იგავესნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში