
იგავესნი 29:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი.
იგავესნი 29:18 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 29:18 კონტექსტში
29:16ბოროტეულთა აღზევებისას დანაშაული მრავლდება, მართალნი კი მათ დამხობას მოესწრებიან.
29:17დასაჯე შვილი და შვებას მოგცემს, შენს სულს სიამეს მოჰგვრის.
29:18როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნეტარია რჯულის დამცველი.
29:19მონას სიტყვით ვერ გაწვრთნი,
29:20გინახავს საკუთარ სიტყვებში მოსწრაფე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 29:18
- ლუკას სახარება 11:28ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
- იაკობის ეპისტოლე 1:25მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.
- ოსეა 4:6მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს.
- იოანე 13:17თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას.
- ფსალმუნები 1:1ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
- ფსალმუნები 1:2არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
- იგავესნი 19:16მცნების დამცველი თავის სულს იცავს, აბუჩად ამგდები კი მოკვდება.
- ფსალმუნები 119:2ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 29
სრულად წაიკითხე: იგავესნი 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში