
იგავესნი 3:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.
იგავესნი 3:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 3:8 კონტექსტში
3:6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
3:7ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
3:8ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.
3:9პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.
3:10ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.
პარალელური ადგილები: იგავესნი 3:8
- იგავესნი 4:22რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,
- ფსალმუნები 147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- იობი 21:24მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.
- იგავესნი 16:24ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.
- იერემია 30:12რადგან, ასე ამბობს უფალი, უკურნებელია შენი ჭრილობა, სამემკვიდრეოა შენი წყლული.
- იერემია 30:13არავის გეყოლება განმკითხველი, არავინ მოგივა ჭრილობის შესახვევად.
- ეზექიელი 16:4შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ.
- ეზექიელი 16:5არავინ მოგხედა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ; ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს, რადგან საძულველი იყავი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 3
სრულად წაიკითხე: იგავესნი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში