
იგავესნი 16:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.
იგავესნი 16:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 16:24 კონტექსტში
16:22სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.
16:23ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.
16:24ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.
16:25არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:24
- იგავესნი 12:18გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია.
- იგავესნი 24:13ჭამე, შვილო, თაფლი, რადგან კარგია და გოლეულიც ეტკბილება შენს სასას.
- იგავესნი 24:14ასევეა ცოდნა და სიბრძნე შენი სულისათვის: თუ იპოვი, მომავალი გექნება და შენი სასოება არ წარიკვეთება.
- იგავესნი 4:22რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,
- იგავესნი 25:11მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია;
- იგავესნი 25:12ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენის შეგონება გამგონე ყურისთვის.
- იგავესნი 3:8ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.
- იგავესნი 23:16ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში