
იგავესნი 27:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია.
იგავესნი 27:20 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 27:20 კონტექსტში
27:18ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს, თავისი ბატონის დამცველს კი პატივი მიეგება.
27:19როგორც წყალში სახე სახის პირისპირაა, ასევე კაცის გული კაცის პირისპირაა.
27:20როგორც შავეთი და ქვესკნელია გაუძღომელი, ასე ადამიანის თვალიც გაუძღომელია.
27:21ბრძმედი ვერცხლს და ქურა ოქროს, კაცს კი მისი მაქებარი ბაგე გამოარჩევს.
27:22რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვნე მაინც არ მოსცილდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 27:20
- ეკლესიასტე 1:8უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება.
- იოანეს ეპისტოლე ა 2:16ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.
- იგავესნი 30:15წურბელას ორი ასული ჰყავს: მომე, მომე! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა!
- იგავესნი 30:16შავეთი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არ იტყვიან: კმარა!
- ეკლესიასტე 6:7ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.
- აბაკუმი 2:5ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.
- ეკლესიასტე 2:10არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ვედრი ჩემი შრომისა.
- ეკლესიასტე 2:11მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 27
სრულად წაიკითხე: იგავესნი 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში