
იგავესნი 31:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად.
იგავესნი 31:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 31:9 კონტექსტში
31:7შესვას და დაივიწყოს თავისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
31:8გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.
31:9გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად.
31:10ვინ იპოვის გამრჯე დედაკაცს? მარგალიტზე ძვირია მისი ფასი.
31:11მისი ქმრის გული მასზე იქნება დანდობილი და შემოსავალი არ მოაკლდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 31:9
- ესაია 1:17სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ.
- ამოსი 5:11ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.
- ამოსი 5:12რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.
- ლევიანი 19:15უსამართლობას ნუ ჩაიდენ სასამართლოში, ზედმეტად ნუ მოუფონებ საწყალს და ზედმეტ პატივს ნუ მიაგებ დედაკაცს. სიმართლით განიკითხე შენი ახლობელი.
- მეორე სთვლისაება 1:16მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს მოძმეებს და საჯეთ სამართალი ერთმანეთს შორის მათსა და მათ მდგმურს შორის.
- იობი 29:15უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;
- იობი 29:16გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;
- იერემია 22:3ასე ამბობს უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე, იხსენით გაძარცული მოძალადის ხელიდან, ნუ დაჩაგრავთ და ნუ გაღლეტთ ხიზანს, ობოლსა და ქვრივს, ნუ დაღვრით ამ ადგილზე უბრალო სისხლს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 31
სრულად წაიკითხე: იგავესნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში