
იგავესნი 4:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
იგავესნი 4:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 4:11 კონტექსტში
4:9ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
4:10ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.
4:11სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
4:12გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.
4:13ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.
პარალელური ადგილები: იგავესნი 4:11
- ფსალმუნები 25:4შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
- ფსალმუნები 25:5წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.
- ეკლესიასტე 12:9თავად ხომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც შეასწავლა სიბრძნე. იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს.
- იგავესნი 8:9ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის.
- ფსალმუნები 23:3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.
- იგავესნი 8:6მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;
- მეფეთა ა 12:23მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენ გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.
- მეფეთა ა 12:24ოღონდ უფლის გეშინოდეთ და ემსახურეთ წრფელად და მთელი გულით, რადგან ხედავთ, რა დიდი საქმე აქვს აღსრულებული თქვენთვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 4
სრულად წაიკითხე: იგავესნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში