
იგავესნი 7:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი.
იგავესნი 7:26 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 7:26 კონტექსტში
7:24ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს.
7:25ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.
7:26რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 7:26
- ნეემია 13:26განა ამ საქმეზე არ შესცოდა სოლომონმა, ისრაელის მეფემ? ბევრ ხალხს როდი ჰყოლია იმისთანა მეფე. მის ღმერთს უყვარდა იგი და მეფედ დააყენა მთელ ისრაელზე; თუმცა-ღა ისიც აცდუნეს უცხოელმა ცოლებმა.
- კორინთელთა მიმართ ა 10:8ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:11საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.
- იგავესნი 6:33ცემას და დამცირებას ჰპოვებს და მისი სირცხვილი არ წარიხოცება.
- მეფეთა ბ 12:9რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი.
- მეფეთა ბ 12:11ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.
- მეფეთა ბ 3:27როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
- მეფეთა ბ 3:6საულის სახლსა და დავითის სახლს შორის ბრძოლაში აბნერს საულის სახლის მხარი ეჭირა.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 7
სრულად წაიკითხე: იგავესნი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში