
იგავესნი 8:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
იგავესნი 8:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 8:18 კონტექსტში
8:16ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯული.
8:17მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;
8:18ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
8:19ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
8:20სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
პარალელური ადგილები: იგავესნი 8:18
- იგავესნი 3:16მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
- მათეს სახარება 6:33მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
- ლუკას სახარება 16:11თუ ამ ცრუ და უსამართლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?
- ლუკას სახარება 16:12ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
- ფილიპელთა მიმართ 4:19ხოლო თქვენ ჩემი ღმერთი შეგივსებთ ყოველგვარ ნაკლულებას თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.
- გამოცხადება 3:18გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.
- ეფესელთა მიმართ 3:8მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,
- ლუკას სახარება 12:20უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?
განაგრძე კითხვა: იგავესნი 8
სრულად წაიკითხე: იგავესნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში