
იგავესნი 9:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს.
იგავესნი 9:12 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 9:12 კონტექსტში
9:10უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
9:11რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
9:12თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 9:12
- იობი 22:2რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.
- იობი 22:3რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?
- ეზექიელი 18:20ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:3უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მგმობელნი, თავიანთი გულისთქმისამებრ მოარულნი,
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:4და იტყვიან: სად არის აღთქმა მისი მოსვლისა? ვინაიდან მას შემდეგ, რაც მამებმა მიიძინეს, ყველაფერი უცვლელად რჩება შექმნის დასაბამიდან.
- იობი 22:21შეეთვისე მას და მშვიდობით იქნები, ამით მოვა შენთან ნეტარება;
- იგავესნი 16:26მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
- ესაია 28:22ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 9
სრულად წაიკითხე: იგავესნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში