
იგავესნი 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
იგავესნი 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 9:2 კონტექსტში
9:1სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
9:2დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
9:3გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
პარალელური ადგილები: იგავესნი 9:2
- ესაია 25:6გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით.
- იგავესნი 9:5მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
- მათეს სახარება 22:3და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა.
- მათეს სახარება 22:14ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი.
- იგავესნი 23:30ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
- ლუკას სახარება 14:16ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.
- ლუკას სახარება 14:17როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.
- შესაქმე 43:16დაინახა მათთან ბენიამინი იოსებმა და უთხრა თავისი სახლის მოურავს: მომიყვანე სახლში ეს კაცები, საკლავი დაკალი და გაამზადე, რადგან ჩემთან ერთად უნდა ჭამონ პური ამ კაცებმა შუადღისას.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 9
სრულად წაიკითხე: იგავესნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში