
იგავესნი 9:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
იგავესნი 9:3 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 9:3 კონტექსტში
9:1სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
9:2დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
9:3გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
9:4ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
9:5მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
პარალელური ადგილები: იგავესნი 9:3
- იგავესნი 9:14თავისი სახლის კართან ტახტზე ზის, ქალაქის მაღლობზე,
- იგავესნი 8:1განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას?
- იგავესნი 8:3კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი:
- მათეს სახარება 22:3და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა.
- მათეს სახარება 22:4კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში.
- ფსალმუნები 68:11უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.
- იგავესნი 1:20სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;
- იგავესნი 1:23მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 9
სრულად წაიკითხე: იგავესნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში