
იგავესნი 9:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
იგავესნი 9:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 9:1 კონტექსტში
9:1სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
9:2დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
9:3გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
პარალელური ადგილები: იგავესნი 9:1
- მათეს სახარება 16:18და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
- გალატელთა მიმართ 2:9და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.
- ეფესელთა მიმართ 2:20მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,
- ეფესელთა მიმართ 2:22და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.
- კორინთელთა მიმართ ა 3:9ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.
- კორინთელთა მიმართ ა 3:15ხოლო ვისიც დაიწვის, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ თითქოს ცეცხლს გადარჩენოდეს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:5როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:6რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 9
სრულად წაიკითხე: იგავესნი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში