
ფსალმუნი 102:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
ფსალმუნი 102:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 102:18 კონტექსტში
102:16რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
102:17მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას.
102:18დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
102:19რადგან გადმოიხედა თავისი წმიდა სიმაღლიდან უფალმა, ციდან ქვეყანა მოიხილა.
102:20რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 102:18
- ფსალმუნები 22:30შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
- ფსალმუნები 22:31მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
- რომაელთა მიმართ 15:4ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.
- ესაია 43:21ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის.
- ფსალმუნები 78:4არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება- დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.
- ფსალმუნები 78:6რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:9ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:10ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 102
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 102 · გახსენი ბიბლიის მკითხველში