
ფსალმუნი 22:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
ფსალმუნი 22:31 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 22:31 კონტექსტში
22:29ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
22:30შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
22:31მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 22:31
- ფსალმუნები 78:6რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.
- ფსალმუნები 86:9ყოველი ხალხი, შენ მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
- რომაელთა მიმართ 1:17რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“.
- ფსალმუნები 102:18დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს.
- ესაია 44:3რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.
- ესაია 44:5ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე - უფლისა და ისრაელის სახელით იქნება წოდებული.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
- ესაია 66:7ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 22
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში