
ფსალმუნი 102:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
ფსალმუნი 102:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 102:4 კონტექსტში
102:2ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, ჩემი გაჭირვების ჟამს მომაპყარ ყური; რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
102:3რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
102:4დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა.
102:5ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს.
102:6ვემსგავსე ვარხვსა უდაბნოსას, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანაგრევებში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 102:4
- ფსალმუნები 37:2რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
- ესაია 40:7ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როცა უფლის ქარი დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.
- ეზრა 10:6ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.
- ფსალმუნები 77:3გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
- ფსალმუნები 102:11ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები.
- იობი 10:1მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.
- ფსალმუნები 69:20დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.
- მათეს სახარება 26:37თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება და ურვა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 102
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 102 · გახსენი ბიბლიის მკითხველში