
ფსალმუნი 103:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
ფსალმუნი 103:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 103:11 კონტექსტში
103:9არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება.
103:10არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა.
103:11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
103:12როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
103:13როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 103:11
- ფსალმუნები 57:10რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
- ლუკას სახარება 1:50წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.
- ფსალმუნები 36:5უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
- ფსალმუნები 103:17ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
- ეფესელთა მიმართ 2:4მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
- ეფესელთა მიმართ 2:7რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევი სიმდიდრე თავისი მადლისა, ჩვენდამი მოწყალებით რომ მოგვმადლა იესო ქრისტეში.
- იგავესნი 25:3როგორც ზეცაა მაღალი და მიწა ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.
- ესაია 55:9რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 103
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 103 · გახსენი ბიბლიის მკითხველში