
შესაქმე 1:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
შესაქმე 1:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 30 კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 1:2 კონტექსტში
1:1თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
1:2მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
1:3თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
1:4და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 1:2
- იერემია 4:23შევხედე ქვეყანას და, აჰა, უსახური და უდაბურია; ცას და - არა აქვს ნათელი.
- ფსალმუნები 104:30გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.
- ესაია 45:18რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა.
- ფსალმუნები 33:6უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
- იობი 26:7განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;
- ესაია 40:12ვის ამოურწყავს წყალი თავისი პეშვით და ცა მტკაველით ვის გაუზომავს, ვის დაუთვლია მიწის მტვერი, ვის აუწონია მთები სასწორზე და მთაგრეხილები - პინებზე?
- ესაია 40:14ვის სთხოვა რჩევა, რომ განსწავლულიყო, ვინ აცოდინა მას სამართლის გზა, ვინ აცოდინა სიბრძნე და გონების გზა ვინ ჩააგონა?
- იობი 26:14აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?
განაგრძე კითხვა: შესაქმე 1
სრულად წაიკითხე: შესაქმე 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში