
ფსალმუნი 106:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
ფსალმუნი 106:22 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:22 კონტექსტში
106:20და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
106:21დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
106:22საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
106:23დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
106:24მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:22
- ფსალმუნები 105:23და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
- ფსალმუნები 78:51განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.
- გამოსვლა 14:25დააძრო ბორბლები მათ ეტლებს და გაუძნელა სვლა. თქვეს ეგვიპტელებმა: გავერიდოთ ისრაელს, რადგან მისი გულისთვის ებრძვის უფალი ეგვიპტელებს.
- გამოსვლა 14:28მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები დ ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა.
- გამოსვლა 15:10სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.
- ფსალმუნები 105:27დაამკვიდრეს მათში სიტყვები მისი სასწაულებისა, და საოცრებანი ქამის ქვეყანაში.
- ფსალმუნები 105:36და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში