
ფსალმუნი 105:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
ფსალმუნი 105:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 105:4 კონტექსტში
105:2აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
105:3განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
105:4ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
105:5გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
105:6შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 105:4
- ფსალმუნები 27:8შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
- სოფონია 2:2ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგცემიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე.
- სოფონია 2:3ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.
- ამოსი 5:4რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით!
- ამოსი 5:6ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით, რომ ცეცხლივით არ წაეკიდოს იოსების სახლს შთასანთქმელად, რადგან არავინ იქნება ჩამქრობი ბეთელში.
- ნეშტთა შორისა ბ 6:41ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისკენ შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.
- ფსალმუნები 132:8აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
- ფსალმუნები 78:61და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 105
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 105 · გახსენი ბიბლიის მკითხველში