
ფსალმუნი 105:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
ფსალმუნი 105:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 105:5 კონტექსტში
105:3განდიდდით მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
105:4ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
105:5გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა.
105:6შთამომავალო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
105:7ის არის უფალი ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 105:5
- ფსალმუნები 77:11გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
- ფსალმუნები 119:13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
- ლუკას სახარება 22:19აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.
- ესაია 43:18ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ.
- ესაია 43:19აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს.
- მეორე სთვლისაება 32:7გაიხსენე ძველი დღეები, იფიქრე გარდასულ თაობებზე. ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან!
- გამოცხადება 16:7და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.
- ფსალმუნები 40:5ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენ მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 105
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 105 · გახსენი ბიბლიის მკითხველში