
ფსალმუნი 106:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
ფსალმუნი 106:36 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:36 კონტექსტში
106:34არ მოსპეს ხალხები, უფალმა რომ უთხრა მათ.
106:35აირივნენ ხალხებში და შეისწავლეს მათი საქმეები.
106:36ემსახურებოდნენ მათ კერპებს, რომლებიც მახედ გადიქცნენ მათთვის.
106:37შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
106:38დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:36
- მეორე სთვლისაება 7:16შენ შთანთქავ ყველა ხალხს, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი. ნუ შეიწყალებს მათ შენი თვალი. არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს, რადგან ხაფანგი იქნება ეს შენთვის.
- მსაჯულნი 2:3ამიტომაც გეუბნებით: მათ, ვის აყრასაც ვაპირებდი, აღარ ავყრი. აღარ ავყრი მათ თქვენგან, რომ ხუნდებად გექცნენ ისინი, მახედ გექცნენ მათი ღმერთები.
- გამოსვლა 23:33არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემ მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.
- ფსალმუნები 78:58განარისხეს იგი თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გააღვიძეს მისი შური.
- მსაჯულნი 2:12დაივიწყეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, მიიქცნენ უცხო ღმერთებისკენ, მეზობელ ხალხთა ღმერთებისაკენ და თაყვანს სცემდნენ მათ.
- მსაჯულნი 2:15სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ავბედითად წარმართავდა მათ უფლის ხელი, როგორც უთხრა მათ უფალმა და დაემუქრა მათ უფალი. დიდად შეაჭირვა ისინი.
- იესო ნავეს ძე 23:13იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არგადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
- ეზექიელი 20:28მივიყვანე იმ ქვეყანაში, რომლის მიცემას ხელის აღმართვით დავპირდი მათ; მათ კი მონახეს ყველა მაღალი გორაკი და ყველა ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავი ჩემს გასაჯავრებლად, აკმევდნენ იქ ამოდსაყნოსელს და ღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში