
ფსალმუნი 104:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
ფსალმუნი 104:24 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 104:24 კონტექსტში
104:22ამობრწყინდება მზე - შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან.
104:23გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე.
104:24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
104:25ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი - მცირენი დიდებთან ერთად.
104:26იქ ხომალდები დადიან, ლევიათანი - ეს შენ შეჰქმენი მასში გასართობად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 104:24
- იერემია 10:12ვინც თავისი ძალით შექმნა ქვეყანა, თავისი სიბრძნით დაამყარა სამყარო, განართხა ცანი თავისი გონებით,
- ფსალმუნები 40:5ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენ მიმართ - ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად.
- რომაელთა მიმართ 11:33ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი!
- ფსალმუნები 50:10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
- ფსალმუნები 50:12თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
- ეფესელთა მიმართ 3:10რათა აწ ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს ზეციურ მთავრობათა და ხელმწიფებათ ღვთის მრავალფეროვანი სიბრძნე,
- ფსალმუნები 107:31დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
- შესაქმე 1:24თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 104
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 104 · გახსენი ბიბლიის მკითხველში