
ფსალმუნი 107:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
ფსალმუნი 107:33 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 107:33 კონტექსტში
107:31დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
107:32დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა სადგომში ხოტბა შეასხან.
107:33გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს - ურწყულად.
107:34ნაყოფიერ მიწას - ბიცად მის მკვიდრთა უკეთურობის გამო.
107:35გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას - წყაროს წყლად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 107:33
- ესაია 50:2რატომ არავინ იყო, როცა მოვედი; როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი? მოკლე ხომ არ არის ჩემი ხელი და იქნებ არ ძალუძს გამოსყიდვა? ან იქნებ არ არის ჩემში ძალა დასახსნელად? აჰა, ზღვებს ვაშრობ ჩემი დამუქრებით, უდაბნოდ ვაქცევ მდინარეებს, მისი თევზები ლპებიან უწყლობით და წყურვილით იხოცებიან.
- ესაია 42:15გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს.
- ამოსი 4:7წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა.
- ამოსი 4:8მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
- ესაია 44:27რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს!
- ესაია 19:5წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება,
- ესაია 19:10დაილეწება მისი დაზგები, ქირის მუშები დამწუხრდებიან.
- ესაია 34:9მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 107
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 107 · გახსენი ბიბლიის მკითხველში