
ფსალმუნი 108:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
ფსალმუნი 108:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 108:5 კონტექსტში
108:3გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.
108:4რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
108:5ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
108:6რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.
108:7ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 108:5
- ფსალმუნები 57:5ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
- მათეს სახარება 6:9ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
- მათეს სახარება 6:10მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.
- ნეშტთა შორისა ა 29:10აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: კურთხეულ ხარ, უფალო, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე.
- ნეშტთა შორისა ა 29:13აწ გაქებთ შენ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.
- ფსალმუნები 148:13ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
- ფსალმუნები 72:19და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!
- ფსალმუნები 21:13ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 108
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 108 · გახსენი ბიბლიის მკითხველში