
ფსალმუნი 109:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
ფსალმუნი 109:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 109:11 კონტექსტში
109:9დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
109:10იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
109:11მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
109:12ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.
109:13გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 109:11
- იობი 5:5რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.
- იობი 18:9ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;
- იობი 18:19არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.
- მეორე სთვლისაება 28:29ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის სიბნელეში, ვერსად გაიგნებ გზას; იქნები დათრგუნული და დაწიოკებული მთელი სიცოცხლე და არ გეყოლება შემწე.
- მეორე სთვლისაება 28:33შენი მიწის ნაყოფს და შენს ნაშრომს შეჭამს ხალხი, რომელსაც არ იცნობ; ტანჯულ-წამებული იქნები მთელი სიცოცხლე.
- მეორე სთვლისაება 28:34ჭკუაზე შეგშლის სანახაობა შენს თვალწინ, რასაც დაინახავ.
- იობი 20:18დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს;
- მეორე სთვლისაება 28:50მოძალადე ხალხი, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ყმაწვილკაცს არ იბრალებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 109
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 109 · გახსენი ბიბლიის მკითხველში