
ფსალმუნი 109:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
ფსალმუნი 109:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 109:9 კონტექსტში
109:7განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
109:8იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.
109:9დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
109:10იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
109:11მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 109:9
- გამოსვლა 22:24რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
- იერემია 18:21ამიტომ შიმშილს გააწყვეტინე მათი შვილები, მახვილზე წამოაგე, რათა შვილმკვდარნი შეიქნენ და დაქვრივდნენ მათი ცოლები; სიკვდილმა გაწყვიტოს მათი კაცები, მახვილმა მოსრას მათი ჭაბუკები ომში.
- გლოვა იერემიასი 5:3ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 109
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 109 · გახსენი ბიბლიის მკითხველში