გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 109:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 109:23

ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.

ფსალმუნი 109:23 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 109:23 კონტექსტში

109:21ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემ მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,

109:22რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.

109:23ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.

109:24მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.

109:25და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 109:23

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 109

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 109 · გახსენი ბიბლიის მკითხველში