
ფსალმუნი 109:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
ფსალმუნი 109:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 109:6 კონტექსტში
109:4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
109:5მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
109:6დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
109:7განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 109:6
- ზაქარია 3:1დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად.
- მათეს სახარება 5:25დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგიხართ გზას, რათა მომჩივანმა არ მიგცეს მსაჯულს, ხოლო მსაჯულმა - მსახურს, და ჩავარდე საპყრობილეში.
- მათეს სახარება 27:4და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.
- იოანე 13:2სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა,
- იოანე 13:27ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 109
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 109 · გახსენი ბიბლიის მკითხველში